მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო ინიციატივებში და შესაძლებლობებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენენ.
აღსანიშნავია, რომ დასასრულს უახლოვდება eTwinning-ის საერთაშორისო პროექტი - Curious children, რომელშიც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის პირველკლასელებიც მონაწილეობენ.
პროექტში 8 ქართველი და 5 თურქი პედაგოგი არის ჩართული. პროექტი გრძელდებოდა სამი თვის განმავლობაში. სათაურიც - „ცნობისმოყვარე ბავშვები“, ხომ ბევრ საინტერესო კითხვებს და მათ პასუხებს აერთიანებს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ცნობისმოყვარე ბავშვებს აინტერესებთ ყველაფერი, რაც მათ გარშემო ხდება. მათ გაიცნეს ბუნების მეგობრები და გაარკვიეს, რა სარგებელი მოაქვს ჩვენთვის.
ბავშვებმა მოიძიეს და შეისწავლეს ინფორმაცია ფრინველების, მწერების და თევზების შესახებ. ჩაატარეს საინტერესო კვლევები და ექსპერიმენტები უსაფრთხოების წესების დაცვით და ა.შ
მოსწავლეებმა განახორციელეს არაერთი აქტივობები და, რა თქმა უნდა, მათთან ერთად აქტიურობდნენ მშობლებიც.
„მალე ჩვენი პროექტის წარდგენაც მოხდება! წარმატებებს ვუსურვებ ჩემს პირველკლასელებს, რომლებიც დაუღალავად ასრულებდნენ დავალებებს“, - აღნიშნავს ხელმძღვანელი პედაგოგი და მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა