მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო პროექტებითა და ინიციატივებით.
მათ შორის აღსანიშნავია პროექტი - Healthy food, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ თითოეულ ჯგუფს დაევალა კონკრეტული დავალებები. საგულისხმოა ისიც, რომ პროექტი განხორციელდა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
პროექტი ხანგრძლივობა 1 თვე გახლდათ და დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით:
1. მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბარათები, რომელიც მოიძიეს თავად და დაარიგეს, როგორც სკოლაში ასევე მის გარეთ.
2. მოსწავლეებს ჰქონდათ გასაუბრება სკოლის ექიმთან და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.
3. მოსწავლეებმა YOUTUBE პორტალზე უყურეს ჯანსაღ საკვებზე ვიდეორგოლს, რის შემდეგადაც გაიმართა დისკუსია.
4. მოსწავლეებს ქონდათ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა სხვადასხა კლასის მოსწავლეებთან. შეხვედრა იყო ინტერაქციული, სადაც მოსწავლეებმა ამომწურავად და არგუმენტირებულად თქვეს თავიანთი სათქმელი.
5. შემაჯამებელი პრეზენტაცია - თითოეულმა ჯგუფმა წარადგინა თავიანთი ნამუშევარი ქართულ-ინგლისურ ენებზე.
ინგლისური ენის პედაგოგი ქრისტინე ლიპარტელიანი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა