მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში, ჭადრაკის სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და მოსწავლეებიც სიამოვნებით ეუფლებიან საგანს.
ახლახან, სკოლაში დასრულდა საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ჭადრაკის სასკოლო ჩემპიონატი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
სკოლის 2024 წლის ჩემპიონი გახდა მე-8ე კლასის მოსწავლე ნიკოლოზ კაჭახიძე;
მეორე ადგილი - იოანე სვანიძე (მე-5ა);
მესამე - გიორგი არსენიძე (მე-7ე).
გოგონათა შორის 2024 წლის ჩემპიონი გახდა მე-6ბ კლასის მოსწავლე ლიზა უგულავა.
მეორე ადგილი - მარიამ ბრეგვაძე (მე-5ა);
მესამე -ანა გიორგაძე (მე-7გ).
პირველკლასელთა შორის პირველი ადგილი დაიმსახურა იოანე ჯიქიამ, მეორე-ლუკა მაჩიტაძემ, მესამე კი, დემეტრე ქორიძემ.
მეორეკლასელთა შორის: პირველი ადგილი - მათე მახარაძემ დაიკავა, მეორე - აკაკი ამბროლაძემ, მესამე - დემეტრე ცინაძემ.
მესამეკლასელთა შორის პირველი ადგილი - დემეტრე ამბროლაძემ დაიკავა, მეორე - იოანე ბერუაშვილმა, მესამე კი - გაბრიელ გვენეტაძემ.
მეოთხეკლასელთა შორის - პირველი ადგილი - დემეტრე ბარბაქაძემ დაიკავა, მეორე - თანანო ხურციძემ, მესამე კი - გაბრიელ მიქაუტაძემ.
სკოლაში მოსწავლეებს ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და მას წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს