მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს - სუვერენიტეტის აღდგენის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს ტყიბულის N6 საჯარო სკოლა. 2024 წელს კი საგანმანათლებლო კონფერენცია ჩატარდა.
საკონფერენციო თემები, რომელიც საქართველოსა და მსოფლიო ისტორიულ მოვლენებსა თუ პიროვნებებზე გვიამბობდა, დაამუშავეს VIII, IX და X კლასის მოსწავლეებმა.
თემები შინაარსობრივად, სიღრმისეულად, ვიზუალურად საინტერესოდ წარმოადგინეს მოწაფეებმა.
ვახტანგ გორგასალი, თამარ მეფე, 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყება, I და II მსოფლიო ომის შედეგები, სსრკ და ცივი ომის მოვლენები, 1989 წლის 9 აპრილი, საქართველოს1918 წლის 26 მაისის წინაპირობები და დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება - ეს ის თემებია, რომელთა მოძიება-შესწავლას მნიშვნელოვანი დრო დაუთმეს მოსწავლეებმა, პასუხისმგებლობით გააკეთეს პრეზენტაციები და საინტერესოდ მიიტანეს სასკოლო საზოგადოებამდე.
კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობდნენ - ნინი გოტიაშვილი, სესილი სოფრომაძე ( VIII ა კლ), ნინი გაბუნია, ლუკა ოყრეშიძე, ლილე გაბრიაძე, ნინი მახვილაძე, ლიკა ფოფხაძე, ლიზი ცქიფურიშვილი, დავით ჩიხრაძე ( IX კლ), გიორგი ყიფიანი (X კლ).
ისტორიის მასწავლებელი ნანა მაისურაძე დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა საქართველოს სუვერენიტეტის მნიშვნელობის, დამოუკიდებლობის აღდგენამდე მიმდინარე პროცესების შესახებ, გააცნო ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია.
ღონისძიებაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუკუნის წინ მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიზნად ისახავდა საქართველო ჩამოყალიბებულიყო ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს