მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. ამის დასტურია ისიც, რომ პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეები და ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „დემოსის“ წევრები დასუფთავების აქციაში - „მე ვალაგებ საქართველოს“ მოხალისეობრივად ჩაერთნენ.
აღნიშნული აქცია საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგისა“ და სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთობლივად ორგანიზებულია.
აქციის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლისა და სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიები.
ეს დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
სკოლაში მადლობას უხდიან სამოქალაქო განათლების პროგრამასა და „სადაგს“ მიწოდებული რესურსებისა და ტკბილეულისთვის.
მოსწავლეებს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: მზია კომახიძე, ირინა გუმბარიძე, მიხეილ სურგულაძე.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა