მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ქართულ ენაში შესწავლილი ცოდნა კი საზეიმო ღონისძიებით შეაჯამეს. ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - ნარგიზ პოდოსიანის ხელმძღვანელობითა და პირველკლასელების მონაწილეობით ღონისძიება - „ქართული ანბანის გაცილება“ ჩატარდა.
ღონისძიება დაიწყო ქართული ენის შექმნის ისტორიით, შემდეგ კი, გაგრძელდა ანბანის ასოებსა და დედაენაზე ლექსებით.
მოსწავლეებმა ღონისძება დიდი სიხარულითა და მონდომებით გამართეს, ბევრი იმხიარულეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს პირველი კლასის წარმატებით დასრულებისთვის სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„გამოცდებზე იყო ის საკითხები, რაც არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმა, არამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს“
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“