მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.
14 მაისს, ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ზურაბ გორგილაძის სახელობის ესეების კონკურსი.
კონკურსს შეუერთდნენ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა ზურაბ გორგილაძის ლექსებიდან წარმოდგენილი ციტატები ესეებად აქციეს და წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას.
22 მაისს კი სოფელ გორგაძეებში,ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმში, ჩატარდა კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება, სადაც მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა VII კლასის მოსწავლე სესილი ყურშუბაძემ. მას გადაეცა ფულადი პრიზი და სიგელი, ყველა მონაწილეს კი სიგელი.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს პოეტის ლექსები და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმში დაცული და შენახული პირადი ნივთები, ადგილზე მათ პოეტის მეუღლემ, ქალბატონმა ლეილამ უმასპინძლა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქობულეთის კულტურის ცენტრის, ღონისძიების ორგანიზებისთვის, მოსწავლეებს - მონაწილეობისათვის და მასწავლებლების ამაგის დაფასებისთვის.
ორგანიზატორები: ნანა მაჭუტაძე და გულნარა ბაგრატიონი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ