მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
27 მაისს, სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოწაფეებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს და ლამაზი ღონისძიებით გააცილეს საზაფხულო არდადეგებზე.
პირველკლასელთა სიხარული მე-3 და მე-4 კლასელებმაც გაიზიარეს და მათაც მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში.
პატარებმა პირველი სასწავლო წლის მანძილზე მიღებული ცოდნა შეაჯამეს, ქართულ ანბანს ხოტბა შეასხეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
დამრიგებელმა პატარებს სასკოლო ცხოვრებაში პირველი წარმატებული ნაბიჯები მიულოცა და სექტემბრამდე დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ