მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სკოლაში საზეიმო ღონისძიება ჩატარდა.
წელს პირველ კლასში 9 ბავშვი სწავლობს, მათი მასწავლებელი ლაურიკ ტონოინი გახლავთ, რომლის თავდადებული შრომის შედეგია ის, რომ პირველკლასელებმა ძალიან კარგად შეისწავლეს მშობლიური ენა, ისწავლეს ყველა ასო და დიდი ემოციებით აღნიშნეს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება.
პატარებმა დიდი მონდომებითა და სიყვარულით, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს. საცეკვაო ნომრები შეასრულეს და მადლიერება გამოხატეს სკოლისა და მათი საყვარელი დამრიგებლის - ლაურიკ ტონოიანის მიმართ. პირველი მასწავლებელი ხომ დაუვიწყარი და ძალიან საყვარელია ყველასთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, ბებიები, ბაბუები, რომლებიც სიხარულის ცრემლებს ვერ მალავდნენ.
სკოლაში მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრების პირველ წარმატებულ ნაბიჯებს ულოცავენ და სექტემბრამდე დიდი სიყვარულით ემშვიდობებიან.
„ჩვენც ვულოცავთ ჩვენს საყვარელ პატარებს, აწ უკვე მეორეკლასელებს ანბანის გაცილებას, ცოდნის ზღაპრულ სამყაროში თამამად შემობიჯებას, სიხარული და წარმატებები ყოფილიყოს მათი მუდმივი თანამგზავრი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ტესტის ნიმუში და სხვა დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“