მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.
პატარებმა სკოლაში გატარებული პირველი წელი და მიღებული ცოდნა შეაჯამეს და შთამბეჭდავი წარმოდგენის სახით, სასკოლო საზოგადოებას შესთავაზეს.
მოსწავლეებმა დამრიგებლის ხელმძღვანელობით მრავალფეროვანი სანახაობა მოაწყვეს, შეასრულეს შთამბეჭდავი ნომრები და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
სკოლაში პედაგოგსა და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადეს ამ დაუვიწყარი დღისთვის და პატარებს კარგი დასვენება უსურვეს.
„დღეს ჩვენი პირველკლასელი მერცხლები, ჩვენი პატარები გავაცილეთ და თან გავაყოლეთ ბევრი სითბო, სიყვარული, გარჯა, შრომა, ცოდნა, პოზიტივი და ბევრი, ბევრი სიხარული.
უდიდესი პასუხისმგებლობაა პირველი კლასის წარმატებით დამთავრება, როგორც დამრიგებლის, ასევე სკოლისათვის, რამეთუ გევალება უმთავრესი - შეაყვარო მათ სკოლა და სწავლა.
უღრმესი მადლობა რეზი მასწავლებელს და მის აღსაზრდელებს, რომლებმაც თავდაუზოგავი შრომითა და გარჯით დაუვიწყარი სანახაობა გვაჩუქეს და გაგვილამაზეს ეს დღე“, - სკოლაში, დირექტორის, ნადიმ ხოზრევანიძის ამ სიტყვების ფონზე დაემშვიდობნენ მოსწავლეებს მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა