მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო და ემოციურად გაგრძელდა.
მოსწავლეებს ეს დღე ისტორიის მასწავლებელმა - ნატალია ბდოიანმა მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და საქართველოს ისტორიის შესახებ ისაუბრეს.
მოსწავლეება უკეთ გააცნობიერეს თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა ერისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია მისი მოპოვება და შენარჩუნება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე — საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი — პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე — აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ