მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ამის დასტურია პროექტი - „ჯანმრთელობა და ჰიგიენა“.
„ჯანმრთელობა და ჰიგიენა“ - საგნების: ბუნებისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული პროექტი გახლდათ, რომელიც დასრულდა და გაჯერებული იყო საინტერესო აქტივობებით.
პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო და ნაყოფიერი აქტივობა ჩატარდა:
მოსწავლეებმა აირჩიეს სასურველი თემა; მოიძიეს ინფორმაცია და დაამზადეს პოსტერები; დაამზადეს კედლის გაზეთი ინგლისურ ენაზე - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“; მოაწყვეს ვიდეორგოლების ჩვენება ინგლისურ და ქართულ ენებზე; გამართეს ვიზიტი სოფლის ამბულატორიაში და ორენოვანი ბუკლეტები გაავრცელეს სკოლასა და თემში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საინტერესო და დატვირთული სამი კვირა დასრულდა, პროექტი კი საკმაოდ ნაყოფიერი და შემეცნებითი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ავტორები ინგლისური ენის მასწავლებელი ჟანა მირცხულავა და მეოთხე კლასის მასწავლებელი ნატალია სახოკია გახლდათ.
სკოლაში დიდ მადლობას უხდიან პროეექტის შემოქმედებსა და მათში ჩართულ თითოეულ ადამიანს.
„წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მოსწავლეს, დიდი მადლობა ჩვენი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს ჟანა მირცხულავას, დიდი მადლობა პაატა ექიმს საინტერესო შეხვედრისთვის და სასარგებლო დარიგებისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ