მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. ამას ადასტურებს სკოლის ეზოც, რომელიც ლამაზი ყვავილებითა და მცენარეებითაა მორთული.
სკოლის ეზოში, ახლახან მაისის ვარდები აყვავდა, რომელმაც გარემო კიდევ უფრო დაამშვენა.
აღსანიშნავია, რომ მათი მოვლის საქმეში მთელი სასკოლო საზოგადოება აქტიურად ჩაერთო. ეს გარდა იმისა, რომ სკოლის გარემოს ალამაზებს, ბავშვებს ასევე მცენარეების მოვლას აჩვევს. მოსწავლეები სწავლობენ ბუნების დაცვას და იაზრებენ, რომ ეს თითოეული ადამიანის მოვალეობაა.
სასკოლო საზოგადოებისთვის თითოეული მოსწავლის განწყობა და დამოკიდებულება მნიშვნელოვანია.
„უამრავი ბედნიერი, ლაღი და წარმატებული ახალგაზრდობა აღზრდილიყოს ჩვენი სკოლის კედლებში“, - ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას და გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ