მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობა იყო.
სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა, რაც ძალიან ემოციური იყო. კურსდამთავრებულები მშობლიურ სასწავლო გარემოსა და საყვარელ პედაგოგებს დაემშვიდობნენ, რომელთაც ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს.
კურსდამთავრებულები ტრადიციული თეთრი მაისურებით შეიმოსნენ და სურვილები გაცვალეს, შემდეგ კი მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები გამართეს.
სკოლის დირექცია მათ უდიდეს წარმატებასა და წინსვლას უსურვებს.
„უცებ გაირბინა 12-მა წელმა... რამდენი მე-12 კლასი გავაცილეთ, რამდენი .... თითქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ არა, ახლა სხვანაირი დილაა, ჩვენთვის და თქვენთვის განსხვავებული. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენგანი მნიშვნელოვანი ხართ ჩვენთვის!
დალოცვილი იყოს ეს დღე თქვენთვის... ბედნიერება და წარმატება გდევდეთ მუდამ. ისწავლეთ დაუსრულებლად, რამეთუ ადამიანს არაფერი ალამაზებს ისე, როგორც კარგი განათლება!
იყავით ღირსეული ადამიანები და იბრძოლეთ მუდამ, დაუსრულებლად - ადამიანის ღირებულებების შესაცნობად, დასაფასებლად!
ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენების გზაზე ღირსეული ნაბიჯებით გევლოთ!
გვიყვარხართ, გვეამაყებით და გვეიმედებით“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა