მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, ლემშვენიერას საჯარო სკოლაში უნიჭიერესი ახალგაზრდების - ცოტნე, ელენე, სალომე და გვანცა ფარჯიანების ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო, რომელიც სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება.
სკოლის დირექტორი გულნაზ ჭელიძე მოსწავლეთა შემოქმედებითობას ახალისებს.
„ჩემი, როგორც მასწავლებლის და დირექტორის დევიზი ყოველთვის იყო, რომ: „მოსწავლე არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო, ის ჩირაღდანია, რომელიც უნდა აანთო!“
რუდუნებით გავაკარით ყველა ნახატი და მინდა ეს დღე ტკბილ მოგონებად დარჩეს მათ მეხსიერებაში, დარწმუნებული ვარ, მათი შემოქმედების ასპარეზი დიდი სამხატვრო გალერეები იქნება, მიყვარხართ და მსიამოვნებს თქვენთან გატარებული ყოველი დღე“,- აღნიშნავს დირექტორი და მოსწავლეთა ნიჭიერება ახარებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა