მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2023-2024 სასწავლო წლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა 20 მაისს დასრულდა. გთავაზობთ, ინფორმაციას, თუ სად და როგორ უნდა აიღოთ ზოგადი განათლების დამდასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი) და რა შემთხვევაში მოგიწევთ თანხის გადახდა დოკუმენტის მისაღებად.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს; ან ახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დაინტერესებული პირის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომერი და გამოცემის თარიღი;
პირის მიერ სახელის ან/და გვარის გამოცვლის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა - თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;
დაბადების მოწმობა - თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის დუბლიკატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მიმდინარე სასწავლო წლის 20 ივნისამდე პირველადი ატესტატის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში მომსახურეობის ვადა და საფასურიებია:
განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს - უფასო;
განცხადების წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 45 ლარი;
განცხადების წარდგენიდან მე-3 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 65 ლარი;
განცხადების წარდგენიდან მე-2 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 85 ლარი;
განცხადების წარდგენის დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 95 ლარი.
მიმდინარე სასწავლო წლის 20 ივნისის შემდეგ პირველადი ატესტატის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში მომსახურეობის ვადა და საფასურიებია:
განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს - უფასო;
განცხადების წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 25 ლარი;
განცხადების წარდგენიდან მე-3 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 40 ლარი;
განცხადების წარდგენიდან მე-2 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 55 ლარი;
განცხადების წარდგენის დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 65 ლარი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე