სიახლეები
სკოლები

ქვეყნის დამოუკიდებლობიდან 106 წელი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში განსაკუთრებულად იზეიმეს 
28-05-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულებებზე იზრდებიან, პატრიოტიზმის არსს იაზრებენ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღებს განსაკუთრებულად ზეიმობენ. 

ამჯერად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

ზუსტად 106 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს დაიბადა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით სკოლაში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიის, ლიტერატურისა და მუსიკის გაერთიანებით. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს დაესწრნენ მშობლები და პედაგოგები, რამდენიმე მშობელი და პედაგოგი აღმოჩნდა მოსწავლის როლში, რომლებსაც მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარუდგინეს ინფორმაცია იმ დეტალების შესახებ, რაც წინ უძღოდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა გაალამაზა ლექსებმა და სიმღერებმა, მოწვეულმა სტუმრებმა იმუშავეს წყაროებზე, იმსჯელეს და დაინახეს ისტორიის სწავლების სპეციფიკა.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი შეჯამდა kahoot-ის სახალისო ქვიზით.

სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლება და მიწვეულ სტუმრებს ასეთი დაუვიწყარი დღის შემოქმედებისთვის. 

„უდიდესი მადლობა ისტორიის პედაგოგს, ქეთევან გაბლიშვილს, მუსიკის პედაგოგს, მარიამ ფოჩხიძეს და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ლიკა დევნოზაშვილს! მადლობა ჩვენ საოცარ მოსწავლეებსა და მშობლებს! აქ სიყვარულია! საქართველოს მომავალი ჩვენია!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...