მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში XII კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლის დირექტორმა - რომანი კვაშილავამ კურსდამთავრებულებს გზა დაულოცა და მოუწოდა, იყვნენ კულტურულნი, გაუფრთხილდნენ ადამიანურ ღირებულებს, სწორად აირჩიონ პროფესია, დაგეგმონ მომავალი, პატიოსნად ემსახურონ ოჯახს და ხალხს, რათა გამოადგნენ ქვეყანას.
„მასწავლებლები ყოველთვის ცდილობენ საფუძვლიანად გაანოყიერონ ნიადაგი, რათა ნოყიერ მიწაში თესლი უპრობლემოდ აღმოცენდეს და ნერგი უხვმოსავლიანი გამოდგეს. იყავით პასუხისმგებლიანნი იმ ყოველი ნაბიჯის, რასაც დღეის იქით გადადგამთ ოჯახის, ხალხის და სამშობლოს სასიკეთოდ!
ვისურვებდი, არასდროს დაუშვათ საკუთარი მოკლე ამბიციების მსხვერპლი გახდეს სამი უძვირფასესი ჩვენი მცნება - „ მამული, ენა, სარწმუნოება!“
ყველამ აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევაზე, სიტყვაზე, ინტერესებზე, პოზიციაზე და იმედზე!
იმედია, ეს სურვილები და მოწოდებები არ დარჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა!“,- სწორედ ამ სიტყვებით გააცილეს მეთორმეტეკლასელები სკოლიდან.
თავად კურდამთავრებულებმა კი სასკოლო საზოგადოების მიმართ უდიდესი მადლიერება გამოხატეს.
„ამ გადმოსახედიდან ვხვდებით, რომ ჩვენ თითქმის არაფერი გვესმოდა, ან საერთოდ არ ვიცოდით რა ენერგია და შრომა გაქვთ გაღებული იმისთვის, რაც ვართ და რასაც მომავალში მივაღწევთ. მადლობის მეტი რა გვეთქმის ძვირფასო პედაგოგებო“,- განაცხადეს მათ.
სკოლაში გამართული აქტივობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულებზე:
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა