მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და ოლიმპიადაში მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-8ბ კლასის მოსწავლე ნუცა ბაღდავაძე, რომლის დამრიგებელი შორენა ნერგაძე გახლავთ. ის, (EDEC) საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში გამართულ კონკურსში - „ჩემი ერთი წუთი“ წარმატებით მონაწილეობდა.
კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებს საკონკურსო ნაშრომები სხვადასხვა თემაზე უნდა წარედგინათ და თავიანთი სათქმელი ორიგინალურად, ლოგიკურად და თანმიმდევრულად ერთ წუთში უნდა ჩაეტიათ. თემები აქტუალური იყო და შეეხებოდა კლიმატის ცვლილებას, მენტალურ ჯანმრთელობას, ომს, სიღარიბეს.
ნუცა ბაღდავაძემ მშვენივრად გაართვა თავი თემის, „გლობალური უსამართლობა“ წარდგენას და მესამე ადგილი დაიმსახურა.
სკოლაში, მას წარმატებას ულოცავენ და მომავალში წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ტესტის ნიმუში და სხვა დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“