სიახლეები
სკოლები

„თავისუფლება ლომთა ხვედრია!“ - შთამბეჭდავი პროექტი კერძო სკოლა „ანაბასისში​“
28-05-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან, მათ თავისუფლების მნიშვნელობას ასწავლიან და სამშობლოს სიყვარულს უღვივებენ.

სწორედ ამ მოტივით, სკოლაში საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღები განსაკუთრებით აღინიშნება, დამოუკიდებლობის დღე დიდი ასოებითაა ჩვენი ქვეყნის მატეანეში ჩაწერილი. 

„9 აპრილი და 26 მაისი, ეს ორი რიცხვი საქართველოს ისტორიას დარჩა, როგორც თავისუფლებისათვის ბრძოლის დღე“, - ამ მოტივით იზეიმეს სკოლაში 26 მაისი.

ინგლისური ენის პედაგოგების - ეკატერინე ორბელაძის და სალომე კაკაურიძის ხელმძღვანელობით განხორციელებული პროექტი - „თავისუფლება ლომთა ხვედრია!“ შთამბეჭდავად წარიმართა. მე-5 კლასის მოსწავლეები ქართულ და ინგლისურ ენებზე ესაუბრნენ დამსწრე საზოგადოებას ამ უმნიშვნელოვანეს თარიღზე. 

მოსწავლეებმა გაიხსენეს საქართველოს ისტორია, იმოგზაურეს წარსულში, ისაუბრეს ქართველი ხალხის უშრეტ მისწრაფებაზე დამოუკიდებლობისკენ და დიდ გამარჯვებაზე, გამარჯვებაზე, რომელსაც ერი, ყოველი წლის 26 მაისს ზეიმობს. 

9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა მოგონებების დღეა. დღე, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა, როგორც ტრაგედიის და იმავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. 9 აპრილი ტკივილის, სიამაყისა და გამარჯვების დღეა - ეს ნამდვილად იყო საოცარი თავდადება, ბრძოლა მომავლისთვისა და მომავალი თავისუფლებისთვის.

1921 წელს ქვეყნის გასაბჭოებით დაკარგული დამოუკიდებლობა 1989 წლის ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ აღდგა. სისხლით მოპოვებული თავისუფლების შესახებ სასიხარულო ამბავი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა პარლამენტის სასახლის ტრიბუნიდან გამოაცხადა.

1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება ემოციური სიტყვით დაასრულეს და პატივი მიაგეს ყველა იმ ეროვნულ გმირს, რომელტა წყალობით საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. 

„არიან ისეთი ბრწყინვალე დღეები, რომლებიც განსაკუთრებულის ასოებით უნდა აღნიშნონ დემოკრატიის ისტორიაში“, - ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე, ამიტომაც უნდა ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია  და გამოვხატავდეთ მადლიერებას იმ ადამიანთა მიმართ ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში თითო აგური ჩადო“, - აღნიშნავდნენ მე-5 კლასის მოსწავლეები, ქართულად და ინგლისურად.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მეტ ხიბლს სძენდა ეროვნულ სამოსში გამოწყობილი სკოლის გოგო-ბიჭები. 

„სწორედ წიგნიერი, გონიერი, განათლებული, მადლიერი თაობა არის მომავალი საქართველო!  დიდი მადლობა ეკატერინე, სალომე კაკაურიძეს, მოსწავლეებს პროექტის საუკეთესოდ განხორციელებისათვის!“, - ამ სიტყვებით სასკოლო საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა პროექტის მონაწილეებსა და ხელმძღვანელებს შთამბეჭდავი ინიციატივისთვის. 

იხილეთ ფოტოები და ადგილობრივი ტელევიზიის რეპორტაჟი



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება