სიახლეები
სიახლეები, ეტალონი, იაზროვნე

2024 წლის ყაზბეგის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
28-05-2024
-
+


სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში 2024 წლის „ყაზბეგის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. 

ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. „ეტალონი“ გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სკოლების 8 გუნდის 38 მოსწავლე ეჯიბრებოდა, ღონისძიებას კი  ტრადიციულად, „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა გიორგი ავსაჯანიშვილმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მირანდა მაისურაძემ, ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა ლიანა მირაქიშვილმა და მასპინძელი, სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ლია ჩანდიშვილმა. 

 

კონკურსში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. 20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:

2024 წლის „ყაზბეგის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა არშის საჯარო სკოლის გუნდმა 75 ქულით.  გუნდს ხელმძღვანელობდა VI კლასელი ლიზა ხულელიძე, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ ნინო ხულელიძე VI კლასი, თაკო ხართიშვილი VI კლასი, მარიამ ფაჯიშვილი VI კლასი და ზურა თავდიდიშვილი VII კლასი. 

მეორე ადგილზე 72 ქულით გავიდა სიონის საჯარო სკოლის გუნდი VI კლასელი მარიამ ქუქიშვილის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: მარიამ ღუდუშაური VI კლასი, გიგია სისაური VI კლასი, ნინო ელოშვილი VI კლასი და გიორგი ქოჯური VI კლასი. 

მესამე ადგილი კი მოიპოვა გუდაურის საჯარო სკოლის გუნდმა 69 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ბექა კაჯილაშვილი. შემადგენლობაში კი შედიოდნენ: ნოე ზაქაიძე VI კლასი, ბარბარე ზაქაიძე VI კლასი, ანა-მარია ჯაღმაიძე VII კლასი და ნინო ნაზღაიძე VII კლასი. 


ასევე იხილეთ:

ყაზბეგში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება