მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, იმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები, რაც მოსწავლეთა ცოდნის, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია თოჯინების თეატრის წარმოდგენა, რომელიც მე-6 კლასელებმა მოაწყვეს.
წარმოდგენა გაიმართა ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - ნელლი ბაბაჯანიანის ინიციატივით.
ერთობლივი და გუნდური მუშაობის ფარგლებში მოსწავლეებმა თეატრს დაარქვეს - „მეგობრობა ძალაა“.
მოსწავლეებმა წარადგინეს სამი ზღაპარი - „კომბლე“, „მელა და წერო“ და „ძაღლი“.
მოსწავლეებმა მასწავლებლის ხელმძღვანელობით საკუთარი ხელით შექმნეს პერსონაჟები და დაამზადეს დეკორაციები. წარმოდგენა ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო.
მაყურებელმა უდიდესი სიამოვნება მიიღო, პატარა მსახიობები კი მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა