მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, პირველ კლასში შემაჯამებელი გაკვეთილი (ვიქტორინა) ჩატარდა, რომელსაც დირექცია, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ. ის კლასის დამრიგებლის - დარეჯან დვალის ხელმძღვანელობით გაიმართა.
გაკვეთილის მიზანი იყო, შესწავლილი მასალის გამეორება და თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განვითარება. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის ყველა ეტაპში აქტიურად მონაწილეობდნენ. ისინი თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში, აქტივობების ბარათებზე მუშაობისას, უშეცდომოდ იყენებდნენ.
გაკვეთილის დასასრულს მათ სიგელები გადაეცათ.
„ასე მხიარულად გავაცილეთ ჩვენი პირველკლასელები და ვუსურვეთ ბედნიერი არდადეგები“,- ამბობს კლასის დამრიგებელი დარეჯან დვალი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება
მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.
რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ