მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის N5 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ კონკურსსა თუ პროექტში ერთვება.
ამჯერად, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, ჩატარდა აღმოსავლეთ კონფერენცია - „ოქროს რიცხვი -2024“, სადაც თელავის N5 საჯარო სკოლამ, ათასწლეულის სკოლასთან ერთად, განხორციელებული პროექტი - „სასოფლო - სამეურნეო კულტურების, მძიმე ლითონებით, დაბინძურების შეფასება კახეთის რეგიონში“ წარადგინა.
პროექტის ხელმძღვანელი ქიმიის პედაგოგი დარეჯან მარგალიტაშვილი გახლდათ. ის წარადგინეს მოსწავლეებმა - ლექსო ფარეშიშვილმა, ანდრია ავეტიანმა ( თელავის N5 საჯარო სკოლა), ქეთევან ხიზანიშვილმა და ელისაბედ აღლაძემ (ათასწლეულის სკოლა).
აღმოსავლეთ კონფერენციაზე, 104 პროექტით, 400- მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთის ნამუშევრებს გაეცნენ, იმსჯელეს და აზრები გაცვალეს.
კონფერენციის ყველა მონაწილე სერტიფიკატითა და სამახსოვრო საჩუქრით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა