სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გერმანულენოვან კონკურსში წარმატება მოიპოვეს
29-05-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, ისინი გერმანულ ენაზე, ხმამაღლა კითხვის კონკურსში მონაწილეობდნენ.

23 მაისს აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელობით, ყოველწლიური ღონისძიების Goethe-Tage ფარგლებში, გაიმართა მოსწავლეთა დაჯილდოება ხმამაღალი კითხვის კონკურსსა და ენის ცოდნის შესაბამისი დონის ტესტირებაში მონაწილეობისათვის.

A2 დონეზე მე-2 ადგილის მფლობელი გახდა მოსწავლე ბარბარე ჯიმშელეიშვილი (მე-8 კლასი, დამრიგებელი შორენა ნერგაძე, გერმანულის მასწავლებელუ მაია მაღლაფერიძე).

B1 დონეზე მე-3 ადგილი დაიმსახურა მიხეილ ჭეიშვილმა (მე-10 კლასი, დამრიგებელი ნინო ბენდელიანი, გერმანულის მასწავლებელი მზია ჩეგიანი).

წარმატებული მონაწილეობის მოწმებები გადაეცათ მოსწავლეებს: მარიამ ფრუიძეს, ბარბარე კინწურაშვილს (მე-8 კლასი, დამრიგებელი ნათია ყანჩაველი, გერმანულის მასწავლებელი მზია ჩეგიანი), ანა ივანეიშვილს (მე-9 კლასი, დამრიგებელი შორენა ზვიდაძე), ელგუჯა წითაძე (მე-10 კლასი, დამრიგებელი ნათია აბულაძე).

ხმამაღალი კითხვის კონკურსში საუკეთესო შედეგი აჩვენა მე-8 კლასელმა - აკაკი წიტაიშვილმა, რომლის დამრიგებელი ნათია ყანჩაველი, ხოლო გერმანულის მასწავლებელი მზია ჩეგიანი გახლავთ.

სკოლა მათი წარმატებებით ამაყობს და მომავალში წინსვლას უსურვებს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება