მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N9 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და შემეცნებით სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, ბათუმის N9 საჯარო სკოლის მე-7 კლასში ჩატარებული გაკვეთილი თემაზე - „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ, რომელიც ქვეყნის უძველესი და მდიდარი ისტორიის შესახებ მეტყველებს, დაგმეს ვანდალიზმი, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს იუნესკოს, სადაც შეტანილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც და აიმაღლეს ცნობიერება, როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ჩვენს ეროვნულ საუნჯეს.
აღნიშნულ თემაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და პოსტერები, შემდეგ ესტუმრნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმ „ბორჯღალოს“, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული სოფელი ერთ სივრცეში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოწაფეებმა დაათვალიერეს და გაეცნენ ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას, ტრადიციებსა და კულტურას, მათ გაითავისეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა წარსულის პატივისცემასთან ერთად მის აწმყოსა და მომავალზე ზრუნვაცაა, ამასთანავე ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა