მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს, რასთან დაკავშირებითაც სკოალში მათი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
ლამაზი და შემოქმედებითი ნომრებით დატვირთული ღონისძიების ორგანიზატორი პირველი კლასის მასწავლებლის მედეია შეყილაძე გახლდათ. მან პატარებს ეს მნიშვნელოვანი დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია.
მოსწავლეებმა, სასწავლო წლის განმავლობაში, ნასწავლი მასალა გაიხსენეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა - დოდო მოდებაძემ, პედაგოგებმა - ციალა კაპანაძემ და სხვებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს.
„ყველაფერი პირველთან ასოცირებული დიდ კვალს ტოვებს ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ შევეცადე, მათთვის დაუვიწყარი დღე მეჩუქებინა. მართალია, პირველი კლასი არ არის მრავალრიცხოვანი, მაგრამ ჩემი მესამეკლასელი გოგოების დახმარებით, გავმართე ღონისძიება. ჩემმა მცდელობამაც გაამართლა.
პირველკლასელთა გამოსაშვები ზარი იყო მხიარული, დადებითი ემოციებით სავსე. ვიცი ეს დღე მათთვის დაუვიწყარ კვალს დატოვებს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ პირველი კლასის დასრულებას გისურვებთ მშვიდობიან და მხიარულ დასვენებას.წარმატებებით სავალი იყოს თქვენი მომავლის გზები.
უყვარხართ მედეა მასწავლებელს“,- წერს პედაგოგი მედეია შეყილაძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა