სიახლეები
სიახლეები

ინფორმაცია, რომელიც ბაღებმა კურიკულუმის ჩარჩოში უნდა ასახონ - დოკუმენტი
15-06-2024
-
+


სკოლამდელ დაწესებულებებში კურიკულუმის დანერგვის ახალი მეთოდოლოგიური დოკუმენტი განსაზღვრავს, რა ელემენტები უნდა იყოს წარმოდგენილი ჩარჩოში.

ინფორმაცია კურიკულუმის ჩარჩოს შესახებ - სადაც მოცემულია კურიკულუმის ჩარჩოს სახელწოდება, მითითებულია ავტორები და რომელი პროგრამისთვის (ადრეული აღზრდისა და განათლების პროგრამა, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამა თუ სასკოლო მზაობის პროგრამა) არის განკუთვნილი კურიკულუმი. კურიკულუმის ჩარჩო ასევე იძლევა ინფორმაციას კურიკულუმის სტატუსის შესახებ. ეს შეიძლება იყოს დაწესებულების მიერ შექმნილი უნიკალური დოკუმენტი,  ან რომელიმე ერთ კონკრეტულ არსებულ კურიკულუმში მცირედი ცვლილებების საფუძველზე შემუშავებული, ან წარმოადგენს რამდენიმე არსებული კურიკულუმის ნაზავს.

კურიკულუმის ჩარჩოს თეორიული საფუძვლები - აღწერს იმ ძირითად თეორიებს, სამეცნიერო მტკიცებულებებს და მოდელებს, რომლებსაც ეყრდნობა შექმნილი კურიკულუმის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები.

კურიკულუმის ჩარჩოთი განსაზღვრული მიზანი/მიზნების ნაწილში მოცემულია ის, თუ რას ემსახურება კურიკულუმი - ბავშვის მრავალმხრივი  განვითარების ხელშეწყობას. ასევე, თუ შექმნილ კურიკულუმს აქვს საკუთარი სპეციფიური მიზანი/მიზნები (მაგ, ბავშვის ემოციური კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, ქართული, როგორც მეორე ენა და სხვა), ეს საკითხებიც ნათლად უნდა იყოს გაწერილი ჩარჩოს ამ ნაწილში.

კურიკულუმის ჩარჩოს შინაარსის კომპონენტები - აღწერს თუ რას სწავლობენ და აკეთებენ ბავშვები დაწესებულებაში. ამავე ნაწილშია განმარტებული თამაშისა და თემატური მიმართულებების მნიშვნელობა და როლი საგანმანათლებლო პროცესში.

კურიკულუმის ჩარჩოს მეთოდოლოგია - აღწერს იმ მიდგომებს, პედაგოგიურ მეთოდებს, ტექნიკებსა და სტრატეგიებს, რომლებსაც იყენებს საგანმანათლებლო პერსონალი ბავშვის განვითარების უზრუნველსაყოფად. ჩარჩოს მეთოდოლოგიურ ნაწილშია განსაზღვრული თუ როგორ არის დაბალანსებული უფროსისა და ბავშვის მიერ ინიცირებული საქმიანობები და როგორ ხდება ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და ინტერესების გათვალისწინება.

ფიზიკური და საგანმანათლებლო რესურსი - აღწერს, თუ როგორაა მოწყობილი დაწესებულების ფიზიკური სივრცე. კურიკულუმის პრინციპებისა და მიდგომების გათვალისწინებით, დაწესებულება განსაზღვრავს კურიკულუმის განხორციელებისთვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსის ჩამონათვალს და ამ რესურსის მინიმალურ სარეკომენდაციო რაოდენობას ერთ ჯგუფზე თუ ბავშვზე, რაც კურიკულუმის ჩარჩოს დანართად შეიძლება იქნას წარმოდგენილი.  მეთოდოლოგია ასევე ითვალისწინებს ისეთ საკითხებს როგორიცაა ბავშვების შეფასების მეთოდები, განრიგი და ოჯახისა და თემის ჩართულობის საკითხები.

კურიკულუმის ჩარჩოს ეფექტიანობის შეფასება - აძლევს დაწესებულებას საშუალებას, დაადგინოს რამდენად პასუხობს კურიკულუმის მიხედვით დაგეგმილი და განხორციელებული პრაქტიკა დასახულ მიზნებს. ჩარჩოს ამ ნაწილში წარმოდგენილია შეფასების ინდიკატორები, მეთოდები, პროცედურები, პერიოდულობა, კომპონენტები და კონკრეტული ინსტრუმენტები.

კურიკულუმის ჩარჩოს წყაროები და დოკუმენტაციაში მითითებულია ლიტერატურის (მეცნიერული სტატიები, წიგნები, სახელმძღავნელოები, გზამკვლევები, სამართლებრივი დოკუმენტაცია, ანგარიშები და სხვა) ჩამონათვალი, რომელიც გამოყენებული იქნა ჩარჩოს შემუშავების დროს.

გარდა ამ კომპონენტებისა კურიკულუმის ჩარჩო უნდა იძლეოდეს ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ გეგმავს დაწესებულება საგანმანათლებლო პროცესს ანუ რა პერიოდზეა გათვლილი მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები.

შევსებული ჩარჩო აუცილებლად უნდა დამოწმდეს შესაბამისი დოკუმენტაციით (ბრძანებით).





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება