მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები საინტერესო პროექტის დახმარებით ჰუმანური აღზრდის წესებს, ოჯახურ ღირებულებებსა და სასწავლო პროცესში ოჯახის ჩართულობის მნიშვნელობას ეცნობიან.
სკოლაში პროექტის - „ჰუმანური საქართველო“ და „ჰუმანური სამტრედია“ ხელმძღვანელობით განხორციელდა საინტერესო ინიციატივა „ოჯახი“.
პროექტის - „ოჯახი“ მიზანია გაცნობიერება იმისა თუ რა არის ოჯახი, რა როლი აქვს მას ბავშვის სწავლა-აღზრდის საქმესა და ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
სამიზნე ჯგუფები: საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები.
პროექტის განხორციელების პირველ სასკოლო ეტაპზე ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელობით, ასევე სადამრიგებლო პროგრამების ფარგლებში მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების მონაწილეობით ჩატარდა კონფერენცია.
მოსწავლეებმა საზოგადოების წინაშე scrach-ის პროგრამით ვიზუალურად წარმოადგინეს „ბედნიერი ოჯახი“ და „ჰუმანური ოჯახი“, ასევე ჩანახატები - „ტრადიციული ქართული ოჯახი“, „ბედნიერი ოჯახი“. პოსტერი - „ოჯახი, როგორც ღირებულება“, ესეები თემებზე - „რას ნიშნავს ოჯახი“; „რა არის ტრადიცია“; „ტრადიციული ოჯახი“; „ოჯახი, როგორც ღირებულება“; „ოჯახის გავლენა მოსწავლის სწავლის ხარისხზე“; „ცხოვრების მთავარი აზრი - ოჯახი და ოჯახური კეთილდღეობა“.
კონფერენცია მეტად საინტერესოდ და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა