მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პატრიოტული სულისკვეთებით ზრდიან, მათში სამშობლოსადმი სიყვარულს აღვივებენ და ყველაზე მნიშვნელოვანს დამოუკიდებლობის ფასს ასწავლიან.
„26 მაისი ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებაა“, - სწორედ ამ მოტივით, სკოლაში, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებულად აღნიშნეს.
ღონისძიება IIIბ კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს და მას მასწავლებლები, მშობლები და სხვა კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალულმა ღონისძიებამ დიდი ემოციები და მღელვარება გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.
ღონისძიება ამაღელვებელი და გულწრფელი შეფასებით დაასრულა ისტორიის პედაგოგმა თინა ნაზრიშვილმა.
სკოლაში მადლობა უხდიან ისტორიის მასწავლებელს ემოციური და გულწრფელი სიტყვებისთვის და მუსიკის პედაგოგ ეკა დენთოშვილს გაწეული შრომისთვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ