მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს და შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყვეს.
საზეიმოდ განწყობილი პატარები, ღონისძიებაში კლასის დამრიგებლის ინგა ველიჯანაშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა ელზა ივანიძემ.
მოსწავლეებმა ღონისძიება დიდი სიხარულითა და მონდომებით გამართეს, სასწავლო წლის მანძილზე მიღებული ცოდნა შეაჯამეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
პატარებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და გააცოცხლეს დედაენის გმირები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედკოლექტივი და მშობლები, რომლებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ მოსწავლეთა შემოქმედებით.
„დედაენავ, ნახვამდის ჩვენო ცოდნის ლამპარო!“, - ამ სიტყვებით დაასრულეს მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა.
აწყვიტის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედკოლექტივი საყვერლ პირველკლასელებს ულევ ბედნიერებას და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა