სიახლეები
სკოლები

„გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“- შთამბეჭდავი პროექტი ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში
30-05-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და გამორჩეული აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, ისტორიის მასწავლებელმა თამარ დუმბაძემ და მოსწავლეებმა პროექტზე - „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ მუშაობა დაასრულეს. აღნიშნული პროექტის მიზანი იყო ისტორიული აფხაზთის შესახებ ცნობიერების ამაღლება, აფხაზეთის ქართული კულტურული ძეგლების შესწავლა, აფხაზური ტრადიციების, ფოლკლორის, გასტრონომიის გაცნობა, მხატვრული და დოკუმენტური ნაწარმოებების გაცნობა და აფხაზეთის თემაზე ფილმების ნახვა.

საკვანძო საკითხი კი ქართულ-აფხაზური ურთიერთობები გახლდათ.

„ჩვენ გვაქვს საერთო სახელმწიფოში ცხოვრების დიდი ისტორიული გამოცდილება. მეგრელებსა და აფხაზებს შორის არსებობდა უმჭიდროვესი კავშირი, ტრადიციაც კი არსებობდა სახელად მორდუობა, რაც გულისხმობდა ბავშვების ერთმანეთის ოჯახებში გაზრდას. განსაკუთრებული აქცენტი სწორედ მორდუობაზე გააკეთეს“,- გვიყვება პედაგოგი თამარ დუმბაძე.

პროექტის პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა მხატვრული ნაწარმოებები წაიკითხეს, მათ შორის „დევნილთა უღელტეხილი", „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“, „სოხუმში დაბრუნება“, „ჰაკი აძბა“ და სხვა. მათ ნახეს ფილმები „მანდარინები“ და „გაღმა ნაპირი“. შემდეგი ნაბიჯი კი ნაწარმოებებისა და ფილმის განხილვა იყო.

როგორც მასწავლებელი თამარ დუმბაძე გვიყვება, მომდევნო ეტაპზე მოსწავლეებმა შეისწავლეს ქართული კულტურული ძეგლები აფხაზეთში: ანაკოფია, ბედიის მონასტერი, დრანდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ბესლეთის ხიდი, მოქვის საკათედრო ტაძარი, ილორის წმინდა გიორგის ეკლესია, ბზიფის ეკლესია, წებელდის ციხე, აბაათას ეკლესია, ფოქვეშის ეკლესია და სხვა.

კულტურული ძეგლების პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა გააკეთეს სტენდი, სადაც აფხაზეთის ყველა კულტურის ძეგლი და ღირშესანიშნაოება იყო გამოფენილი.

შემდეგი ეტაპი იყო გასტრონომია. მოსწავლეებო აფხაზურ სამზარეულოს გაეცნენ და მოამზადეს ჩემქვა და აკუტაგჩაბა.

შემაჯამებელი პრეზენტაცია სკოლაში გაიმართა, ხოლო პროექტის დასკვნითი ეტაპი გონიოს ციხეში შედგა. პროექტი დასრულდა აფხაზური ხალხური სიმღერითა და ცეკვა „აფხაზურით“,

პროექტზე მუშაობა ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ეზიარნენ ბავშვები აფხაზეთის ისტორიას, კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიას და ყოველი წამოწყება უფრო გვაახლოებდა აფხაზეთს, საქართველოს გულს.

საჭიროა მომავალ თაობას ჰქონდეს რწმენა, უფრო მეტი ინფორმაცია და დადებითი იმპულსი.

აფხაზეთი საქართველოა!“,- წერს მასწავლებელი თამარ დუმბაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება