მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის, სკოლაში გატარებული პირველი სასწავლო წელის დასასრული დაუვიწყარ დღესასწაულად იქცა.
„პირველი მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც გადის სასკოლო ცხოვრების პირველ ეტაპს თითოეულ მოსწავლესთან ერთად. ის უყრის ცოდნის ძირითად საფუძველს, ასწავლის წერა-კითხვას, აცნობს სამყაროს“, - სწორედ ამ მიდგომით, პედაგოგი თალიკო ვახტანგიძე პირველკლასელთა მეგზური გახდა და მათთვის ცოდნის სამყაროში გადადგმული პირველი ნაბიჯები ტკბილ მოგონებებად აქცია.
სწორედ ასეთი, ამაღლებული განწყობა იგრძნობოდა, 27 მაისსაც, როცა პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი დასრულდა. ჩატარდა ღონისძიება - „მომავალი ჩვენია“, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება დატვირთული იყო ულამაზესი აქტივობებით, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი მშობლებიც.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა