მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში ყოველთვის გამორჩეულად საინტერესო აქტივობები ეწყობა.
ამჯერად, როგორც სკოლაში ამბობენ, სამოქალაქო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა ქუთაისის სავიზიტო ბარათებად ქცეული ქანდაკებების ავტორს, მხატვრებისა და მოქანდაკეების ოჯახში გაზრდილ, ქუთაისზე შეყვარებულ ადამიანს - გიორგი კიკვაძეს უმასპინძლეს. აღსანიშნავია, რომ ის ამავე სკოლის მოსწავლის მშობელიცაა.
ის მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ესუბრა და მათ კითხვებს უპასუხა. აღსანიშნავია, რომ წარმატებული ადამიანის ისტორიის გაზიარება, უშუალო, იუმორით შეზავებული კომუნიკაცია, მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
აქტივობა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
ამ ვიზიტის აღსაწერად და ქუთაისზე სასაუბროდ სკოლაში რეზო გაბრიაძის სიტყვები მოიშველიეს.
„ქუთაისი ადრიატიკაა, ის უფრო ხმელთაშუაზღვისპირული ქალაქია, უფრო ლირიულია, რბილი, აქ უფრო იგრძნობა ბერძნული გავლენა. თბილისმა სხვა გზა გამოიარა. მასში სპარსეთიც იგრძნობა და ევროპაც. ქუთაისი უფრო მსუბუქი ქალაქია, ქუთაისელები მსუბუქად იღიმებიან, მსუბუქად ტირიან, მათი გრძნობები და ურთიერთობებიც უფრო მსუბუქია და იმ სამყაროშიც უფრო მსუბუქად მიდიან“
„არის ქუთაისში ჰაერის ერთი მოძრაობა, აღარც ქარია უკვე და აღარც ნიავი. ჯერ გლიცერინის სუნი აქვს, თბილია, უქმია, ზედმეტად ზრდილობიანი. ჩემი ნება რომ იყოს, მე მას ლიზიკო გაბუნიას დავარქმევდი და ქუთაისის პედინსტიტუტში ჩავრიცხავდი ფრანგული ენის ფაკულტეტზე უგამოცდოდ“ - რეზო გაბრიაძე.
სკოლაში ასევე აღნიშნეს, რომ ქუთაისს არაერთი ნიჭიერი ადამიანი აღუზრდია.
„ქუთაისი ნიჭიერი ადამიანების ქალაქია, რომლებიც წერენ ქალაქის ისტორიას. სწორედ ასეთი ადამიანი სტუმრობდა ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ