მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე ეკატერინე გოგიჩაძე izrune.ge -ის დიდ დღესასწაულში მონაწილეობდა, ღონისძიებაში, რომელიც მისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, თბილისში სასტუმრო „ბილტმორის“, დიდ დარბაზში გაიმართა izrune.ge -ს „საქართველოს 100 000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერების პროექტის“ პრეზენტაცია.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მონაწილე მოსწავლეები და მათი ოჯახები შეირჩა izrune.ge-ს შედეგების მიხედვით, რომლებსაც სპეციალური სახელობითი სერტიფიკატები გადაეცათ.
დაჯილდოვებულ მოსწავლეთა შორისაა, გამორჩეული შედეგებით ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IIა კლასის მოსწავლე ეკატერინე გოგიჩაძე, რომელიც izrune.ge-ს დიდი ოჯახის სხვა აქტიურ წევრებთან ერთად პროექტის თანამოაზრე და უპირატესი თანამონაწილეა.
აღსანიშნავია, რომ მისი წარმატებით სკოლა ამაყია, განსაკუთრებით კი მისი დამრიგებელი ლია ბარბაქაძე ხარობს.
„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ეკატერინეს სკოლის სახელით!“, - ასე ულოცავენ მოსწავლეს წარმატებას და მას წინსვლას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ პროექტის მთავარი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა-განათლების პროცესში თანამედროვე, წარმატებით აპრობირებული ტექნოლოგიებით მათივე ოჯახების მასობრივი: ჩართვა/დაინტერესება/წახალისება; საპრეზენტაციო პროექტი კი დაფუძნებულია აღზრდა-განათლების ლეგენდარული „ეტალონის“ პროექტების 17-წლიან ძალზედ წარმატებულ გამოცდილებაზე და მაღალტექნოლოგიური ინტერნეტპლატფორმა izrune.ge-ს კრეატიული სამეცნიერო-შემოქმედებითი გუნდის 7-წლიანი წარმატებული მუშაობის შთამბეჭდავ შედეგებზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვის აქვს ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის უფლება
ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“