მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეებისთვის 500 და 300-ლარიანი წახალისება.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წახალისებას, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა ოქროს მედლის შემთხვევაში 10 დამრგვალების გარეშე და იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს. ასევე, ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული 300 (სამასი) ლარის ოდენობით წახალისებას, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 9.8 დან -10-მდე“.
აღსანიშნავია, რომ პრგორამა ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მოსწავლეებზე და ასევე მათზე, ვინც თბილისში გადის სპეციალურ და კორექციულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
„გამონაკლის შემთხვევაში, თუ ოქროს მედალოსანი და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული სკოლის დამამთავრებელი წლის განმავლობაში ვერ ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით, პროგრამით სარგებლობის უფლება მიეცეს მომდევნო ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.
გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე იმ კურსდამთავრებულ მოსწავლეზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი“, - ნათქვამია დოკუმენტში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც