სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში საჭადრაკო ტურნირის ფინალური ეტაპი გაიმართა
03-06-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი ჭადრაკი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, შესაბამისად სკოლაში ჭადრაკი სიღრმისეულად და ხარისხიანად ისწავლება. ის მოწაფეებისთვის ერთ-ერთი საყვარელი საგანია. 

ახლახან, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ვაჟთა შორის საჭადრაკო ტურნირის ფინალური ტური გაიმართა. 

მონაწილეები დაყოფილი იყვნენ ოთხ ასაკობრივ კატეგორიად.

შესარჩევ ტურებში თითქმის ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა რის შედეგადაც გამოვლინდა 8 ფინალისტი:

I საფეხური - დემეტრე თოფჩიშვილი და ილია შამათავა;

II საფეხური - ლაზარე ხაჭიპერაძე და დანიელ ენდელაძე;

III საფეხური - ჯანო ნაჭყებია და ლუკა ჯღარკავა;

IV საფეხური - ნიკოლოზ მაისურაძე და ნიკოლოზ ყარაულაშვილი.

ვაჟთა შორის გამართულ ფინალურ ტურში გამარჯვებულები გახდნენ:

I საფეხური - მესამე სვლაზე „საბავშვო შამათით“ გაიმარჯვა დემეტრე თოფჩიშვილმა;

II საფეხურზე - დანიელ ენდელაძემ მეორე სვლაზევე „შამათით“ დაამარცხა მისი მეტოქე;

III საფეხურზე - ლუკა ჯღარკავამ თამაშის დაწყებიდან 4 წუთის შემდეგ „ფრანგული დებიუტით“ მოუგო მოწინააღმდეგეს;

IV საფეხურზე - გაიმარჯვა ნიკოლოზ ყარაულაშვილმა, „ლონდონის დებიუტით“ მოიპოვა გამარჯვება.

გიმნაზია ულოცავს გამარჯვებას თითოეულ მონაწილეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება