მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიას მიმართავენ, მათ შორისაა ექსკურსია, მეთოდი, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
ახლახან, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის IVა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი თინათინ ბლიაძე) იმყოფებოდნენ საგანმანათლებლო-შემეცნებით ექსკურსიაზე სოფელ ვარიანში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს იაკობ გოგებაშვილის მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალები, მათ შორის მისი ნაშრომებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების პირველი გამოცემები და ფოტომასალები.
დღემ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.
მოსწავლეები დიდი ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა