მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნების მიმართ სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ.
პედაგოგი ნინო წიქარიშვილი IV ბ კლასის მოსწავლეებს წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, არაერთ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობას სთავაზობს.
„ვცდილობ, რომ ჩემმა მოსწავლეებმა წიგნის საშუალებით შეძლონ ჯადოსნური, ზღაპრული კარის შეღება ამ სამყაროში“, - აღნიშნავს პედაგოგი ნინო წიქარიშვილი.
ამჯერად, IV ბ კლასის ყოჩაღმა მოსწავლეებმა, უკვე მეორე წიგნი, რაკელ პალაციოს „საოცრება“ წაიკითხეს, შემდგომ კი განიხილეს.
წიგნის განხილვას ესწრებოდნენ კლასის დამრიგებელი მაია ტუხაშვილი და მოსწავლეთა მშობლები.
„კითხვის სიყვარული ბავშვებისათვის ადვილი მისაღწევი არ არის, ბავშვები საკმაოდ რთულ პირველ ეტაპს გადიან კითხვის სწავლის დროს, რაც დიდ ძალისხმევასა და მუშაობას საჭიროებს, როგორც ბავშვის, ასევე მშობლისა თუ მასწავლებლის მხრიდან. მას შემდეგ, რაც ეს რთული ეტაპი გადაილახება, კითხვის საშუალებით ბავშვი უამრავი ჯადოსნური და ზღაპრული კარის შეღებას შეძლებს, რაც მის წარმოსახვის უნარს ავითარებს“, - აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა