მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია ის ადგილია, სადაც პროფესიონალთა გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი განათლებული, ღირსეული და პატრიოტი მომავალი თაობის აღზრდაა.
ამ მიზნის მისაღწევად კი, მასწავლებლები ყოველდღიურად შრომობენ. ისინი მოსწავლეებს განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, გიმნაზიაში ლამაზი ღონისძიება ჩატარდა.
აღნიშნული ღონისძიებით მეოთხე კლასის მოსწავლეები პირველ დამრიგებელს - ლემა ბერაძეს დაემშვიდობდნენ.
საზეიმოდ - ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით მორთულ გარემოში მეოთხეკლასელებმა დაუვიწყარი წარმოდგენა დადგეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა