სიახლეები
სკოლები

ბიის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შემოქმედებით-შემეცნებითი ლაშქრობა მოეწყო
31-05-2024
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს.

29 მაისს, სპორტის მასწავლებლის - მიხეილ სონიას ხელმძღვანელობით, შემოქმედებით-შემეცნებითი ლაშქრობა მოეწყო. მოსწავლეები ზემო ბიაში იმყოფებოდნენ, სადაც ბიის ყველაზე მაღალ ბორცვზე წმინდა მთავარანგელოზთა მიქაეილისა და გაბრიელის სახელობის ეკლესია დგას. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ ბორცვს მოსახლეობა „ოხვამეფერდს“ უწოდებს. ბორცვის სამხრეთით გამოდის ანკარა ცივი წყარო, რომელსაც „ღარღულას“ ეძახიან.

გასვლითმა აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ. 

„ტაძარს ეტყობა, რომ იგი ბევრჯერ არის გადაკეთებული. აგებულია 1847 წელს და ზღვის დონიდან 209 მეტრზეა.

ასეთი ხასიათი ღონისძიებები არაფორმალური განათლების განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენი სკოლის სასკოლო კულტურა განსხვავებული და გამორჩეულია სხვა სკოლებისგან იმით, რომ ვზრუნავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. არაერთგზის გვაქვს მეუფე ნიკოლოზისგან მადლობები მიღებული. ასევე გვყავს გოგონათა გუნდი. ჩვენთვის ძვირფასია ფოლკლორი და საგალობლები

არაფორმალური განათლება და ღონისძიებები ყველაზე მეტად უწყობს ხელს ეროვნული და ზოგასაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი მოქალაქეების აღზრდას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება