მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
იქ არაერთი გამორჩეული ღონისძიება ეწყობა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ მხრივ, მაისის თვე განსაკუთრებით ფერადი, ლაღი და სახალისოა.
27 მაისს პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დაასრულეს. ისინი, მთელი წლის განმავლობაში, ლანა მასწავლებელმა დედაენის სამყაროში ძალიან საინტერესოდ, სახალისოდ და პროდუქტიულად „ამოგზაურა“.
სასწავლო წლის დასრულების დღეს კი, პედაგოგმა მოსწავლეებს კიდევ ერთი სახალისო დღე აჩუქა, „მხიარული სტარტების“ სახით. მან პატარებს სიმბოლური მედლები დაურიგა და სერტიფიკატები პირველი კლასის წარმატებით დასრულებისთვის გადასცა.
გარდა ამისა, სკოლაში ხელოვნების მასწვლებლის - ნანა ნადარაიას ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა. ისინი სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დაათვალიერეს.
„ეს აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში ხატვისადმი მოტივაციის ამაღლებას, შემოქმედებითი უნარის, წარმოსახვის და ფანტაზიის განვითარებას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა