მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა ჩართულობასა და სასწავლო მოტივაციაზე აისახება.
ახლახან, მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე „ჩვენს გალაქტიკაში“ იმოგზაურეს.
„ჩვენ ვცხოვრობთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უფრო განსაცვიფრებელი მიღწევების ეპოქაში. კოსმოსზე დაკვირვებას მრავალი ადამიანი მოჰყავს აღტაცებაში და იმის გაცნობიერება, რომ ჩვენც ამ სივრცეში ვცხოვრობთ, მათ გონებაში ჰბადებს იმ კითხვებს, ძველთაგანვე, რომ ცნობის წადილს უღვივებდა ხალხს: როგორ წარმოიშვა სამყარო და სიცოცხლე და, საერთოდ, რატომ წარმოიშვა ისინი?“,- აღნიშნავენ სკოლაში და თემის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
თემის აქტუალობის გათვალისწინებით და მოსწავლეთა მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებისმეტყველების პედაგოგმა - ინგა ხასაიამ V კლასში ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი საგან ხელოვნებასთან ინტეგრირებით, თემაზე - „მოგზაურობა ჩვენს გალაქტიკაში“.
მოსწავლეებმა საკითხის უკეთ გააზრებისა და საჭიროებისამებრ მისი გამოყენების მიზნით, იმუშავეს ინდივიდუალურად, ჯგუფურად. გამოყენებული იყო მრავალფეროვანი რესურსები.
ბავშვებისთვის გაკვეთილი იყო საინტერესო და შემოქმედებითი.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა და სასწავლო პროცესის ხელმძღვანელ პედაგოგთა შემოქმედებითობა ახარებთ.
„წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებსა და პედაგოგებს - ინგა ხასაიასა და მელანო ჭითაშვილს საინტერესო გაკვეთილისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა