სიახლეები
სიახლეები, ეტალონი, იაზროვნე

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
31-05-2024
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება-კონკურსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა.

სამინისტროში შეკრებილი გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ 2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი გუნდის“ გამოვლენას. 

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც პირველი, შესარჩევი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ. 

ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. მონაწილე გუნდებს კი აფხაზეთის ა/რ ხელისუფლებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობენ.

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ.

  

20 კითხვის შედეგად გამარჯვებული სამეულიც გამოვლინდა:

პირველი ადგილი და 2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლის“ ტიტული 90 ქულით მოიპოვა აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე რაულ შენგელიამ.

მეორე ადგილზე 85 ქულით გავიდა აფხაზეთის N21 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ანა კვარაცხელია. 

მესამე ადგილზე ასევე 85 ქულით გავიდა აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე თამარ კიკალიშვილი. 

აღსანიშნავია, რომ მეორე და მესამე ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა თანაბარი 85-85 ქულა დააგროვეს, თუმცა ანი კვარაცხელიამ ეს 130 წამში მოახერხა, თამარ კიკალიშვილს კი ოდნავ მეტი - 176 წამი დასჭირდა. 

პირველ ათ ადგილზე გასული მოსწავლეები კი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსგან სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. 


ასევე იხილეთ:

„2024 წლის აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენი ღონისძიება ამ წუთებში მიმდინარეობს

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

დირექტორების საყურადღებოდ - სკოლებს მასწავლებელთა რეპორტი მიეწოდათ

მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის მიერ ჩატარებული აპრობაციის შედეგები ცნობილია

ბაღებში აღრიცხვის ელექტრონული სისტემის დამონტაჟება სექტემბრიდან დაიწყება

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

„ვცდილობთ, სასკოლო აქტივობები ისე დავგეგმოთ, დროის გამოწვევებსაც ვუპასუხოთ, ბავშვებიც არ გადავღალოთ“...

ბავშვებმა გაზაფხულის დღესასწაულები უსაყვარელს პედაგოგებსაც მიულოცეს

პატარა ბუნების მოყვარულები თავად პასუხობდნენ დამსწრეთა შეკითხვებს რესურსების შექმნასა და მიზნობრიობის შესახებ
 

ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა

საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება