მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აქტივობის შედეგად ბავშვებმა თბილისის ზოოპარკის დაარსების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ თბილისის ზოოპარკი დაარსდა 1927 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დადგენილებით. ზოოპარკის მოსაწყობად მდინარე ვერეს ხეობაში გამოიყო 70-მდე (შემდეგ 120-მდე) ჰა მიწის ნაკვეთი. გათვალისწინებული იყო შემდეგი განყოფილებები: კავკასიის ანუ მხარეთმცოდნეობის, ყოფილი სსრკ-ის ფაუნის, ეგზოტიკური, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და სხვა. როგორც ვიცით, 2015 წლის 13 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ თბილისის ზოოლოგიური პარკის ქვემო ნაწილი მთლიანად გაანადგურა. ვოლიერებიდან გაიქცნენ ცხოველები, გარდაიცვალა რამდენიმე თანამშრომელი. ზოოლოგიურმა პარკმა მუშაობა სტიქიიდან 3 თვეში, 13 სექტემბრიდან განაახლა.
„ერთი მხრივ, ზოოპარკი ძალიან ლამაზი, საინტერესო და ინფორმაციულია, თუმცა მეორე მხრივ, თუ ცხოველების პერსპექტივიდან შევხედავთ ამ ყველაფერს ძალიან საშინელ და დრამატულ სურათს მივიღებთ. ისინი მთელი სიცოცხლის მანძილზე გალიაში არიან გამომწყვდეული და თავისუფლება არ გააჩნიათ“, -აღნიშნეს ჯგუფის წევრებმა და თემაზე საინტერესოდ იმსჯელეს.
აქტივობის ინიციატორი და ორგანიზატორი ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ცისანა ქოქოსაძე იყო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვის აქვს ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის უფლება
ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას