მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2 დეკემბერს, 17 საათზე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 317–ე აუდიტორიაში ჩატარდება პოეტ ვასილ ბესელიას შემოქმედებითი საღამო. დასწრება თავისუფალია.
ვასილ ბესელიას თქმით, აღნიშნული საღამო სტუდენტების ინიციატივით ტარდება:
„სტუდენტების ერთმა ჯგუფმა მოიფიქრა საღამოს მოწყობა. მათ რექტორატს სთხოვეს აუდიტორიის გამოყოფა და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩატარდება პოეზიის საღამო. სტუდენტებთან ერთად შედგება თბილი და პოეტური საღამო.“ - აღნიშნავს პოეტი.
გთავაზობთ ვასილ ბესელიას ლექსებს.
***
თუმცა სიბერის
სამსალა შესვი-
ასჯერ რომ ზომო,
ვერასდროს გაჭრი-
გაწვალებს მაინც
წაწალი ლექსი,
აჭარხალებულს
კაჭიჭის მაჭრით;
რაღაც და ვიღაც
უწყალოდ ლეწავს
ამ ფერს, ამ ბგერას,
ამ რწმენის კედელს...
და მაინც შენი
მაცდური ზეცა,
ქალივით გიცდის
ზეცაში მჭვრეტელს;
და ცრემლებს ისევ
მელანში გარევ,
ახსენებ ღმერთს და
პოეტს და მეფეს...
... გამოსდებ ხელკავს
ტერენტი გრანელს
და შუბლს მიუშვერ
სიკვდილის შხეფებს...
***
სულში ნათელი ისე მიღამდა...
ეს ბედიც ჩემი ტყუპის ცალია;
როგორც შევძელი
ისე მიყვარდა,
მე არ შემეძლო უფრო ძალიან.
ამ წუთისოფლის მთელი ავ-კარგი
დუღდა
და სული კბილით მეჭირა,
არდასაკარგი მაინც დავკარგე
და ვერ შევძელი გადამერჩინა;
ოცნებაც სულში ისე მიმიცხრა...
და ღველფი შემრჩა – კვამლის შემცველი;
ვინც
ხელაღებით
გადამივიწყა –
მე დავივიწყე...
როგორც შევძელი.
დავრჩი ამარა უფლის შეწევნის,
დრო კი მიღელავს
ქაფის მოგდებით...
ისე ვიცოცხლე,
როგორც შევძელი,
და როგორც შევძლებ – ისე მოვკვდები.
***
გშორდები...
ღმერთიც ვერაფრით მიხსნის,
მე ახლა მრუმე ნისლებში ვწევარ...
ასე
აღებულს ჟინით და სისხლით
მთამსვლელი ტოვებს სანუკვარ მწვერვალს.
გშორდები...
ზარებს დაწყვიტავს მნათე,
და ლოცვა ძილში ჩამყვება შვებად...
ასე
ტოვებენ საფლავზე სანთელს,
როდესაც გული საფლავში რჩებათ...
გშორდები...
მიმაქვს ტკივილი ცალფა,
ვნებდები გამჩენს და თვალებს ვხუჭავ...
ასე
ტოვებენ სამშობლოს ალბათ,
და მიწა მიაქვთ, ორიოდ მუჭა...
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო