მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წარმატებული სასწავლო წელი საზეიმოდ დაასრულეს.
დიდი ჟრიამული სუფევდა 27 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის პირველ კლასში. ამის მიზეზი ნამდვილად ჰქონდათ. სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება უნდა ჩაეტარებინათ. უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობითა და ამაღლებული განწყობით გამოირჩეოდნენ პირველკლასელები.
ანბანის ჯადოსნური სამყაროდან დაბრუნებულები, შთაბეჭდილებებს ლექსების სახით უზიარებდნენ დამსწრე საზოგადოებას. დიდი რუდუნებით, საზეიმოდ მორთულ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული ხალხური თუ თანამედროვე ცეკვები და სიმღერები.
მხიარულ ნოტაზე დაემშვიდობნენ პატარები სკოლას, საყვარელ მასწავლებელ თამარ ბერაიას, რომელმაც მიულოცა მათ უმნიშვნელოვანესი სასწავლო წლის დასრულება და გზა დაულოცა.
მილოცვას შეუერთდა სკოლის დირექტორი ინგა ხვიჩია. მან შემდგომი წარმატებები და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა პატარებს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში სხვადასხვა საჭირო უნარის განვითარებასა და წარმოჩენას: ჯგუფური და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის, მჭერმეტყველების, პრეზენტაციის, შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა