მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის ლიტერატურული კლუბი - „Beam With Books“ წარმატებით მუშაობს.
კლუბი, სკოლის ბაზაზე, ინგლისური ენის პედაგოგმა - თამარ ციცვიძემ 2 თებერვალს დაარსა. მისი წევრები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაზე მონდომებით მუშაობენ.
ამჯერად, სასკოლო საზოგადოებისთვის 22 მაისი მნიშვნელოვანი და საინტერესო დღე იყო.
ინგლისური ენის ლიტერატურული კლუბი - Beam With Books დასკვნითი ღონისძიებით წარსდგა სკოლისა და მიწვეული სტუმრების წინაშე. ბავშვებმა, აღნიშნულ ღონისძიებაზე, განხორციელებული პროექტის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს.
კლუბმა იმუშავა პროექტზე: Literary legends („ლიტერატურული ლეგენდები“). პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრებმა წაიკითხეს და დაამუშავეს შექსპირის ბოლოდროინდელი, ნაკლებად ცნობილი პიესა „ციმბელინი“. დამუშავდა პიესის ლექსიკა და დამზადდა ხელნაკეთი ლექსიკონი, პიესის ანალიზი სხვადასხვა ასპექტით.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ ის, რომ პიესის დამუშავების შემდეგ მოსწავლეებმა ის დააკავშირეს შოთა რუსთაველის ეპიკურ პოემასთან - „ვეფხისტყაოსანი“.
დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებმა გააცოცხლეს პიესის პირველი მოქმედების პირველი სცენა.
გარდა ლიტერატურული მუშაობისა, კლუბმა 12 სხვადასხვა აქტივობა განახორციელა ოთხთვიან სამუშაო პროცესში.
„კლუბის წევრებმა აქტიურად ითანამშრომლეს: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ლათინური ამერიკის რვა სახელმწიფოში, ბატონ ზაზა გაბუნიასთან, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიიის დეპარტამენტთან, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმთან, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკასთან, „Dati’s Show- სთან“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, ხელს უწყობს მსგავსი აქტივობებითა და პროექტებით.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა