მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის Iგ კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, პირველკლასელებმა მასწავლებლის დახმარებით, ლამაზ ბუნებაში საინტერესო აქტივობები განახორციელეს.
მათ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და 26 მაისის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
ბავშვებმა კიდევ ერთხელ გააანალიზეს რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.
„სკოლის Iგ კლასის მოსწავლეები გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი, ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის იმედი.
ჩვენ გვერგო გაერთიანების, განმტკიცების, გაძლიერების, გამარჯვების გზაზე დამდგარი საქართველო და პირობას გაძლევთ, ამ გზიდან არ გადავუხვევთ. ჩვენ ხომ ის „ახალნი“ ვართ ილია რომ ელოდა და მომავალი ჩვენია!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა