სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ, საინტერესო

„მოზარდობის ასაკში 1 წელიც ძალიან მნიშვნელოვანია თვითგამორკვევისთვის“ - დირექტორები საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბრობენ
04-06-2024
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს  ინიციატივით, სკოლებში საბაზო საფეხური 9-ის ნაცვლად, 10-წლიანი გახდება, რაც გულისხმობს სავალდებულო განათლების ერთი წლით გახანგრძლივებას. პირები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ შეწყვიტონ ზოგადი განათლების მიღება, ვალდებულნი იქნებიან, მე-10 კლასიც დაასრულონ.

როგორ აისახება ეს მიდგომა განათლების ხარისხზე და რეალურად ცვლის თუ არა რამეს 1 წელი მოსწავლეთა ცხოვრებაში ? - Etaloni.ge-სთან საკითხს სკოლის ხელმძღვანელები განიხილავენ, საუბრობენ ინიციატივის დადებით თუ უარყოფით მხარეებზე და იმასაც გვიმხელენ, რა შედეგებზე შეიძლება გავიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლა-სწავლების პროცესში: 

ნატო გაბოშვილი, თბილისის N169 საჯარო სკოლის დირექტორი: 

ამ საკითხზე გარკვეული პერიოდია მიდის საუბარი და ვფიქრობ, რომ დადებითი ტენდენცია იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ საბაზო განათლება სავალდებულოა და ამის შემდეგ მოსწავლეს შეუძლია მუშაობის დაწყებაც, პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება და პროფესიის დაუფლება; ამ 1 წლის დამატება ძალიან სასარგებლო იქნება მათთვის - უკეთ გაერკვევიან საკუთარ უნარებში, შესაძლებლობებსა და სურვილებში. მოზარდობის ასაკში 1 წელიც ძალიან მნიშვნელოვანია თვითგამორკვევისთვის.

21-ე საუკუნეში ჩვენ დროის ფასი ვისწავლეთ, ვიცით, რომ არც ერთი წუთი არ გვაქვს დასაკარგი, ალბათ არავისთვისაა უცხო, რომ მე-9 კლასის შემდეგ, როცა მოსწავლეებს აღარ სურთ სკოლაში სწავლის გაგრძელება და საგნების სიღრმისეულად დასწავლა, გადიან სკოლიდან, არც პროფესიას ეუფლებიან და ფაქტობრივად წლებს კარგავენ... სწორედ ამიტომ მივესალმები საბაზო საფეხურის გახანგრძლივებას. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეს პროფესიული სასწავლებლები იძლევა შესაძლებლობას, ახალგაზრდა პროფესიასაც დაეუფლოს, ატესტატიც აიღოს და თუ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების სურვილი ექნება, არც ეს არჩევანი ეზღუდება. მარტივად რომ ვთქვათ, მე მომწონს ეს გადაწყვეტილება, პირადად ვმონაწილეობდი ამ თემის განხილვებში და დადებითად ვაფასებდი. ჩემი გამოცდილებითაც რომ გითხრათ, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით პროფსასწავლებლებთან, ჩვენმა სამოქალაქო განათლების კლუბმა გააკეთა ერთ-ერთი პროექტი - „ჩემი მომავალი პროფესია“, რამდენიმე კოლეჯში იყვნენ კლუბის წევრები, გაეცნენ მათ საქმიანობას, შესაძლებლობებს და შემდეგ უკვე სკოლაში, დანარჩენ მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია, ბევრი მოსწავლე დაინტერესდა. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, დიდი მაჩვენებელი არ გვაქვს მე-9 კლასიდან წასული მოსწავლეების, თუმცა მცირე პროცენტი მაინც მიდიოდა. მშობლის მომენტიც არის აქ, ის მაინც თვლის, რომ მე-9 კლასელი ჯერ პატარაა გარემოს შესაცვლელად და პროფესიის დასაუფლებლად, ამიტომაც ამ კუთხითაც გამართლებულია საბაზო საფეხურის 1 წლით გაზრდა. 

ირაკლი კუპატაძე, თბილისის N175 საჯარო სკოლა დირექტორი:

10-წლიანი საბაზო განათლება, საკმაოდ რთული საკითხია და ამ შემთხვევაში ყველა საფეხურის სტანდარტი უნდა მოვიდეს სისრულეში; 10 კლასის ჩათვლით მოსწავლე უნდა იღებდეს ზოგად განათლებას, შემდეგი - საშუალო საფეხური კი მოიცავდეს პროფილურ სწავლებას, რასაც დიდი მუშაობა სჭირდება, პროგრამებისა თუ სტანდარტების გადაწყობა და ახალ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა. მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი იქნება თავიდან გადასაწერი, ეროვნული სტანდარტი საერთაშორისოს უნდა მოერგოს... კოლოსალური სამუშაო იქნება გასატარებელი, თუმცა ყველაფერი მონდომებაზეა. შესაძლებელია სტანდარტები მოვიდეს შესაბამისობაში საერთაშორისო კურიკულუმთანაც, არსებულის მოდიფიცირების შედეგად. 

მთავარია განისაზღვროს, ჯერ რა გვინდა, გვქონდეს სწორი კურსი. ვფიქრობ პროფსასწავლებლებთან თანამშრომლობა მეტად უნდა გაღრმავდეს და მივესალმები მინისტრის ხედვას ამ კუთხით - ძველი სტიგმა პროფსასწავლებლებთან დაკავშირებით უნდა დაინგრეს, რადგან საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს გასცემს, გარდა ამისა ინტეგრირებული პროგრამებიც აქვთ და ატესტატის აღების შესაძლებლობაც ეძლევათ ახალგაზრდებს, ყველაფერ ამაზე მეტი საუბარია საჭირო, არა მხოლოდ სკოლების მხრიდან, საზოგადოებაში ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. 

თამარ მაჭარაშვილი, თბილისის N132 საჯარო სკოლა დირექტორი: 

საბაზო საფეხური 1 წლით გახანგრძლივდება და პროგრამაც ისე იქნება ჩაშენებული, რომ სავალდებულო საბაზო საფეხურზე ბავშვმა მიიღოს საკმარისი განათლება, თუ მას საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილი აღარ ექნება. 9 კლასის პროგრამაში მასალა ისე ამომწურავად ვერ არის ჩაშენებული, როგორც ვისურვებდი. ბევრ ცვლილებას გამოიწვევს აღნიშნული გადაწყვეტილება და ალბათ მერე უფრო თამამად შევძლებთ საუბარს მის შედეგიანობაზე. შეიცვლება ეროვნული სასწავლო გეგმა, სტანდარტები, პროგრამა, მასალაც, ასევე სერიოზული კვლევების ჩატარება იქნება საჭირო და დარწმუნებული ვარ, რომ დირექტორებისა და პედაგოგების აზრსაც გაითვალისწინებენ ამ პროცესში. 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოქმედი სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის, რომელთაც საგნის გამოცდა 10 კრედიტზე აქვთ ჩაბარებული, კონკურსი გამოცხადდა

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა

სტუდენტებს სტატუსი 5 წლით შეუჩერდათ - საგანმანათლებლო დაწესებულებამ ავტორიზაცია ვერ გაიარა

რატომაა მნიშვნელოვანი გაკვეთილის დაწყება მისალმებით


გაიგეთ, რომელი საჯარო და კერძო სკოლებია ავტორიზებული

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეს, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერი გადაეცა

გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს საჩუქრად გადაეცათ ნოუთბუქი და სამახსოვრო სიგელები

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობას ამაღლებს

ილიამ სამოყვარულო ჭადრაკში, ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებს შორის, პირველი ადგილი დაიკავა 

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება